გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით "ფერმერის დღე 2026" 19 სექტემბერს ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან აგროსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში.
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 19 სექტემბერს 12:00 საათიდან, ღონისძიების სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო თემატური სივრცეები დახვდებათ.
ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება სპეციალურად მოწყობილი პავილიონები, სადაც ქართული აგროსექტორის წარმომადგენლები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ და სტუმრებს ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნებას გააცნობენ.
სტუმრებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების მიერ ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის შეთავაზებულ აგროსერვისებს.
პროფესიონალი შეფის მონაწილეობით ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები.
პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე, სადაც სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.
"ფერმერის დღის" მიზანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ფერმერების მნიშვნელოვანს როლს ქვეყნის ეკონომიკის, რეგიონების გაძლიერებისა და სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებაში.