18 სექტემბერი 2026,   18:41
ვრცლად
რუსეთმა თუ ჩაყლაპა უკრაინა, შემდგომში იქნებიან სხვა ქვეყნები - ირაკლი ფავლენიშვილი

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ცივილიზებული სამყაროსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკრაინა ვერ დაამარცხოს.

მისი განმარტებით, უკრაინის შესაძლო დაპყრობის შემთხვევაში, საფრთხე სხვა ქვეყნებსაც დაემუქრებათ, რის გამოც ევროპული სახელმწიფოები უკრაინელებს მასშტაბურ და სოლიდურ დახმარებას უწევენ.

"ახლა გაიგეთ, რომ რუსეთმა თუ ჩაყლაპა უკრაინა, შემდგომში იქნებიან სხვა ქვეყნები. რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია ცივილიზებულ სამყაროში, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს და ვერ მოახერხოს უკრაინის დამარცხება.

ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტი გახლავთ, ამიტომაც არის რომ ევროპელები ძალიან მნიშვნელოვნად, სოლიდურად ეხმარებიან უკრაინელებს", - აცხადებს ფავლენიშვილი. 

დღის ამბები