18 სექტემბერი 2026,   16:41
ვრცლად
ბექა ძამაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამართლებრივად სასამართლოს გადაწყვეტილებებში არის დადასტურებული - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს 1990-იანი წლებიდან

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. კომიტეტმა სახელმწიფოთაშორის საქმეებზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა და რუსეთის ფედერაციას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ, ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტისა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებებსა და რუსეთისთვის დაკისრებულ სამართლებრივ თუ ფინანსურ პასუხისმგებლობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ისაუბრა.

"საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოიგო აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში და საერთაშორისო სასამართლოებში და ამის შედეგად დადგენილი არის, რომ აბსოლუტურად ყველა დარღვევისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის ომის დროს და შემდეგ, განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. გარდა ამისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამართლებრივად სასამართლოს გადაწყვეტილებებში არის დადასტურებული, რომ რუსეთის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს 1990-იანი წლებიდან განგრძობითად დღემდე და სწორედ აი ამ პერიოდზე და დარღვევებზეც მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. აღნიშნულის შედეგად ერთი მხრივ, მას დაკისრებული აქვს დაახლოებით 430 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა არის ყველა ამ დარღვევის აღმოფხვრა," - აცხადებს ბექა ძამაშვილი.

 

დღის ამბები