იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცათ. საზეიმო ღონისძიება დღეს გაიმართა. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ახლად აშენებულ 7 კორპუსში 1600 ოჯახი დასახლდება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე სულ 11 კორპუსს, 2426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს. 4 კორპუსში ბინები გასულ წელს განაწილდა.
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო, სარემონტო და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა. ბინები დევნილ ოჯახებს საზეიმოდ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად გადასცა.