გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე ინსულტის ტვირთის შემცირების საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებთან.
მინისტრი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზეც რომელიც ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას დაეთმობა.