26 სექტემბერი 2026,   19:36
ვრცლად
ეს იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი ყველა იმ ვიზიტორისათვის, რომლებიც დაათვალიერებენ მიმდებარე ტერიტორიას - დავით ლორთქიფანიძე ლევილის განახლებულ მამულზე

დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ლევილის განახლებული მამული - საფრანგეთში ქართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელებულია.

დღეს საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრება. ადგილზე იქნებიან ემიგრირებული მთავრობის ოჯახების შთამომავლები.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე აცხადებს, რომ ლევილში გაშენდა როგორც ქართული ვაზი, ასევე სხვადასხვა ჯიშის ხილი.

"ლევილის ქართველთა მამულში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაშენდა უძველესი ქართული ვაზის ჯიშებისაგან ახალი ვენახი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვენახის მიმდებარედ არსებულ მღვიმეებში მოეწყობა ქართული მარანი, სადაც ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დამზადდება ღვინოები. ეს იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი ყველა იმ ვიზიტორისათვის, რომლებიც დაათვალიერებენ მიმდებარე ტერიტორიას.

ასევე, გაშენდა ქართული უძველესი ხეხილოვანი კულტურების ჯიშები. ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პოპულარიზაცია ქართული მევენახეობის, მეღვინეობის, ასევე მეხილეობის - იმ პირებისათვის, ვინც დაინტერესებული იქნება ლევილის მამულის დათვალიერებით,"- აცხადებს ლევან უჯმაჯურიძე.

დღის ამბები