27 სექტემბერი 2026,   12:06
ვრცლად
აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გახსნეს

აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით, ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გახსნეს.

ცერემონიას გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ადგილზე წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და "მებრძოლთა ერთგულებისთვის" მედლებით დააჯილდოვეს მოქანდაკეები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის "გიორგი ანწუხელიძე - გმირის გზა" ჩვენება, რომელიც ეროვნული გმირის ცხოვრებას, საბრძოლო გზასა და გმირულ ისტორიას ეძღვნება.

დღის ამბები