ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიება მასშტაბური და გამორჩეული იქნება. პროფესიული დღის მთავარი გზავნილია - "მადლობა მაღაროელს".
ამ ლოზუნგს დღესასწაულზე მთელი ქალაქი შეუერთდება. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ნაწილია წლის საუკეთესო მაღაროელების გამოვლენა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცემათ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მაღაროელებს პროფესიულ დღეს ულოცავს და მათ შრომასა და ქალაქის განვითარებაში შეტანილ წვლილს უსვამს ხაზს:
"დღეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქალაქისათვის. მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა არის მაღაროელების ქალაქი. მე მინდა მივულოცო მაღაროელებს დღევანდელი დღე, ვუსურვო წარმატება, ჯანმრთელობა. მართლაც, თავისი შრომით ისინი ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, მათ მუშაობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმისათვის, რომ ჩვენ მათდამი სიყვარულს გამოვხატავთ ამ დღეს და ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო მათ,"- აცხადებს გივი მოდებაძე.