27 სექტემბერი 2026,   21:42
ვრცლად
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მანამდე უწმინდესმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაული ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება.

საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.

დღის ამბები