"მესხეთის პალიტრა" - ასე ჰქვია სამცხე-ჯავახეთის მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილ გამოფენას, რომელსაც ახალციხემ უმასპინძლა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების თვალით დანახული მესხეთი.
გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროს, "შემოქმედებითი საქართველოსა" და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტში მონაწილე მხატვრებს ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ.