29 სექტემბერი 2026,   09:24
ვრცლად
დღეს პარლამენტში განიხილავენ ახალ საგადასახადო ინიციატივას, რომლითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

დღეს პარლამენტში ახალ საგადასახადო ინიციატივას განიხილავენ. საუბარია ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარის გაუქმებაზე.

ინიციატივას დეპუტატები პირველი მოსმენით, ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, შემდეგ კი სესიაზე უყრიან კენჭს.

ცვლილების შედეგად, 81 000 მოქალაქეს ქონების გადასახადი სრულად გაუუქმდება, 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში კი, განაკვეთი 1% იქნება.

კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და კვირის ბოლომდე მიიღებენ.

დღის ამბები