01 ოქტომბერი 2026,   21:08
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" აქციის შინაარსს რომ ჩავუღრმავდეთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პროვოკაციის მეტი ამ ადამიანებს არაფერი სურთ, სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საერთოდ სასაცილოა საუბარი - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" გამარჯვების მე-14 წლისთავზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის მეხუთე წლისთავი საპროტესტო აქციით აღნიშნა, თუმცა მხოლოდ ერთი ამფითეატრი შეავსო.

რამდენიმე დღიანი ანონსის და მოწოდებების მიუხედავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რიყის პარკში მითითებულ დროს ვერ დაიწყო. პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ აქციის მონაწილეები ჯერ კიდევ შეკრების პროცესში იყვნენ. "ნაციონალური მოძრაობის" აქცია კი რიყის პარკში 17:00 საათზე იყო დაანონსებული.

სააკაშვილის და სხვა ციხეში მყოფი ნაციონალების ბანერები, ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკა, მათი მხრიდან ღალატზე საუბარი, სულ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" აქცია რომელიც ზუსტად იმდენხანს გაგრძელდა, რამდენი ადამიანის შეკრებაც მოახერხეს ამფითეატრში.

მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" აქციის შინაარსზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი სასაცილოა.

"აქციის შინაარსს რომ ჩავუღრმავდეთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პროვოკაციის მეტი ამ ადამიანებს არაფერი სურთ.

სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საერთოდ სასაცილოა საუბარი გადაწყვეტილებებისა და არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების ფონზე, რაც სააკაშვილთან მიმართებით არსებობს. ელემენტარულად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შევახსენებ ყველას, როგორც სისტემურ დანაშაულში აცხოვრებდა სააკაშვილი საკუთარ ქვეყანას," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები