ფასები საგრძნობლად შემცირდა იმასთან შედარებით, რაც ბაიდენმა და "დემოკრატებმა" დაგვიტოვეს - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
ამასთან, როგორც ტრამპი აღნიშნავს, იმას, რაც დემოკრატებმა დატოვეს ახლანდელი ადმინისტრაცია ასწორებს:
"ფასები საგრძნობლად შემცირდა იმასთან შედარებით, რაც ბაიდენმა და "დემოკრატებმა" დაგვიტოვეს.
სწორედ ამიტომ გავიმარჯვე არჩევნებში, ახლა ფასები სწრაფად მცირდება. ეს "დემოკრატების" ბრალია და არა რესპუბლიკელების - მაგრამ ჩვენ ამას ვასწორებთ," - წერს დონალდ ტრამპი.