04 ოქტომბერი 2026,   06:29
ვრცლად
საფრანგეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება - სტუდენტებს მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებია

საფრანგეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება. დემონსტრაციებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება მოიცვა.

აქციების მონაწილეები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. საუბრობენ მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობაზე და აკადემიური პერსონალის სიმცირეზე.

დიდ ქალაქებში სტუდენტებს მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაკავებულია 1 900-ზე მეტი დემონსტრანტი. დაშავებულ სამართალდამცველთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

დღის ამბები