ვარდისფერი ოქტომბერი გურიაში - ძუძუს კიბოს პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია ლანჩხუთიდან დაიწყო.
გურიაში ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს - "ვარდისფერ ოქტომბერს" "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია შეუერთდა. შეხვედრაზე ისაუბრეს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე, პრევენციულ ღონისძიებებსა და სკრინინგის როლზე.