03 ოქტომბერი 2026,   23:36
ვრცლად
უახლოეს პერიოდში, რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია "რუსთაველი" გაიხსნება

რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია "რუსთაველი" გაიხსნება. ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, აკადემიის მწვრთნელებმა საფრანგეთში, ნიცის რაგბის აკადემიაში აიმაღლეს კვალიფიკაცია და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილება გაიზიარეს.

რუსთავის რაგბის აკადემიაში 5-დან 14 წლამდე მოზარდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ახალი სპორტული სივრცე რუსთავში ამ შემოდგომაზე გაიხსნება და რაგბის ყველა მოყვარულისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების აკადემიაში სწავლას რუსთავის მერია სპეციალური სტიპენდიით დააფინანსებს.

დღის ამბები