04 ოქტომბერი 2026,   22:11
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტში კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ ახმეტის მუნიციპალიტეტში. შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირდა ერთი პოლიტიკური სუბიექტი - ლევან ითიურიძე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან". არჩევნები ტრადიციული მეთოდით, მშვიდ ვითარებაში ტარდება. კენჭისყრის პროცესი ზუსტად 08:00 საათზე, ყველა წესის დაცვით დაიწყო.

"მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. არჩევნები ტარდება ტრადიციული მეთოდით. ამომრჩეველთა რაოდენობა არის ამ უბანზე 272 და ამ დროისთვის არის 106 ამომრჩეველი მოსული", - აცხადებს ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით დოინჯაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები