04 ოქტომბერი 2026,   06:32
ვრცლად
წალკაში არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია - ამომრჩევლის თითქმის 97%-მა მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირა

წალკაში ელექტრონული დათვლით, წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ამომრჩევლის თითქმის 97%-მა "ქართული ოცნების" კანდიდატს, ნანული ხინიკაძეს დაუჭირა მხარი. მისი კონკურენტი კი, "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ზაზა შანთაძე იყო.

ნანული შანთაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოქალაქეების ინტერესებს.

"დიდი მადლობელი ვარ დღევანდელი ჩატარებული არჩევნებით. მადლობა ჩემს ამომრჩეველს და იმედი მაქვს, რომ მათ იმედებს გავამართლებ. მოლოდინი მქონდა ამომრჩევლის, ხმას ველოდებოდი," - განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ნანული ხინიკაძემ.

ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, ასევე, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი გიგინეიშვილმა.

"განსაკუთრებული მადლობა, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატს და დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ. მივიღეთ 96%-ზე მეტი, თითქმის 97%. ვიმედოვნებთ, რომ აქტიურად ვიმუშავებთ მასთან ერთად საკრებულოში და ბარეთის თემის მოსახლეობის იმედებს გავამართლებთ სრულად," - აღნიშნა ირაკლი გიგინეიშვილმა.

დღის ამბები