06 ოქტომბერი 2026,   20:24
ვრცლად
სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ახალ ტურისტულ მიმართულებად განიხილავენ - დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ქვეყნის პრეზენტაციები და შეხვედრები გაიმართა

სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ახალ ტურისტულ მიმართულებად განიხილავენ.

დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ქვეყნის პრეზენტაციები და შეხვედრები გაიმართა. ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ ტუროპერატორებს შეხვდნენ.

საინფორმაციო და ბიზნეს შეხვედრებში 10 ქართული და 50-მდე ადგილობრივი ტუროპერატორი მონაწილეობდა. მათი თქმით, საქართველო მოგზაურებს განსხვავებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმში ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერები განთავსდა.

პირდაპირი ავიამიმოსვლა კოპენჰაგენსა და თბილისს შორის, მზარდი ინტერესი და უკვე დაგეგმილი ტურები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ აქტიური მარკეტინგული კამპანია სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობას გაზრდის და ქვეყანაში მეტ მოგზაურს მოიზიდავს.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები