06 ოქტომბერი 2026,   21:18
ვრცლად
იმედი მაქვს, საქართველო მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს, როგორც ღვინის, ისე ბევრი სხვა პროდუქტის წარმოებას - წმინდა საყდრის დესპანი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე წარმოების ტენდენციებს გაეცნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვაზის უნიკალური ჯიშები, მონაწილეობა მიეღოთ რთველში და ყურძნის დაწურვის პროცესში.

წმინდა საყდრის (ვატიკანი) დესპანი საქართველოში ანტე იოზიჩი იმედოვნებს, რომ საქართველო ღვინის წარმოებას მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ რთველში, ისევე როგორც ყოველ წელს. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რომელიც მახსენებს, მათ შორის, ჩემი ქვეყნის ტრადიციას. ეს დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად რთული სამუშაოა და რა ღირსეულად უმკლავდება მას ქართველი ხალხი. ეს საქმიანობა ჩვენთან ერთად მომავალი თაობებისთვისაც შთამაგონებელია. იმედი მაქვს, საქართველო მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს, როგორც ღვინის, ისე ბევრი სხვა პროდუქტის წარმოებას,"- აცხადებს ანტე იოზიჩი.

დღის ამბები