07 ოქტომბერი 2026,   00:20
ვრცლად
სკრინინგული კვლევების მასშტაბები იზრდება - ჯამში, მოქალაქეებს 64 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის სკრინინგული სერვისი მიეწოდათ

წელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით რეკორდული რაოდენობის სკრინინგული კვლევა ჩაატარა. ძუძუს კიბოს სკრინინგზე მიმართვიანობა 50%-ით გაიზარდა. საშვილოსნოს ყელის კიბოს კვლევებმა კი 23%-ით მოიმატა. ჯამში, მოქალაქეებს 64 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის სკრინინგული სერვისი მიეწოდათ.

დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მასშტაბური კამპანია გრძელდება. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს უფასოდ ჩაიტაროს პროსტატისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგიც. ასევე, არტერიული ჰიპერტენზიისა და აივ-ინფექცია/შიდსის კვლევები.

კამპანიის მიზანია პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. გამოკვლევები თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მასშტაბური სკრინინგის კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები