აშშ-ის ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად, ევროკავშირმა, კანადამ და ლიეტუვამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია დატოვეს.
როგორც გამოცემა POLITICO-ს სტატიიდან ირკვევა, ვაშინგტონი გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ ღონისძიებაზე შეერთებული შტატები დეზინფორმაციულ საფრთხედ იყო მოხსენიებული.
ვილნიუსში მიმდინარე კონფერენციაზე რამდენიმე ისეთი დისკუსია იყო დაგეგმილი, სადაც აშშ-ის პოლიტიკას დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის კუთხით აკრიტიკებდნენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ქვეყნებსა და ევროკავშირში თავის საელჩოებს დაავალა, რომ ვაშინგტონის მწვავე უკმაყოფილება ეცნობებინათ და გაერკვიათ, რამდენად იზიარებდნენ ეს ქვეყნები აშშ-ის ასეთ კრიტიკას. აშშ-ის პოზიციით, მიუღებელია ამერიკის რუსეთსა და ჩინეთთან გაიგივება.
აშშ-ის მკაცრი შემდეგ, კანადამ და ლიეტუვამ ორგანიზატორებს მოსთხოვეს, რომ კონფერენციის მასალებიდან მათი ლოგოები ამოეღოთ, ზუსტად ასევე მოიქცა ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურიც.
მიუხედავად ამისა, კონფერენციაზე დაგეგმილი დისკუსიები მაინც გაიმართა - ექსპერტები ღიად მსჯელობდნენ იმის შესახებ, რომ აშშ-ის გარკვეული ქმედებები შესაძლოა ევროპისთვის საფრთხეს ქმნიდეს. ცნობილი გახდა ისიც, რომ კონფერენციის მხარდამჭერთა შორის ერთადერთი ფრანგული მხარე რჩება.