კიდევ ერთი ახალი ბაღი თბილისს. სამგორში ახალ აშენებული 168-ე ბაღი 12-ჯგუფიანია და 400-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი.
შენობაში დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები - სივრცეები აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟებულია ლიფტები შშმ პირთათვის და ტექნიკური პერსონალისათვის.
ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და სათამაშო მოედნები ღია აქტივობებისათვის. ახალ აშენებული ბაგა- ბაღი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.