09 ოქტომბერი 2026,   22:45
ვრცლად
პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაჯარიმდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილის საქმე განიხილა, რომელმაც ნიკა ობოლაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლომ ჩერგოლეიშვილი დამნაშავედ ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

როგორც შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია გიგლემიანი აღნიშნავს, სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები გაითვალისწინა და ჩერგოლეიშვილს ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა:

"თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა ნიკა ობოლაძეს მიაყენა. აღნიშნული ფაქტი გამოვლენილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ. შედგა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც განსჯადობის წესების დაცვით გამოეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლოს დადგენილები კი, აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და მას სახდელის სახით 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა," - აცხადებს ნათია გიგლემიანი.

დღის ამბები