09 ოქტომბერი 2026,   20:32
ვრცლად
"ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში და 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია - ნაძალადევის რაიონში სასტუმროების მსოფლიო ბრენდისა და "ვინდჰემის" რეზიდენციების მშენებლობა იწყება

"ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში და 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია - ნაძალადევის რაიონში სასტუმროების მსოფლიო ბრენდისა და "ვინდჰემის" რეზიდენციების მშენებლობა იწყება. 21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი - "არქი გრანდ ავენიუ" 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, რომელიც დასასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, ველობილიკებს, ურბანულ ამფითეატრს, პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ფიტნესდარბაზებსა და სპას გააერთიანებს. უბანში ასევე განთავსდება რესტორნები, გასართობი სივრცეები, სკოლა და საბავშვო ბაღი.

კომპანიას დაგეგმილი აქვს მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობაც რომელიც "არქი გრანდ ავენიუს" წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. საქართველოს დედაქალაქში "ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ეს არის სიგნალი რომ ქვეყანა საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმისთვის მიმზიდველი ხდება, ჩნდება ასობით დამატებითი სამუშაო ადგილი.

დღის ამბები