ტანას ხეობამ ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს - "ტანა-თეძმობა 2026"-ს უმასპინძლა.
ღონისძიების პროგრამა აერთიანებდა მრავალფეროვან კულტურულ, გასტრონომიულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები და გორის კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა, დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო, მონაწილეობა მიეღოთ გასტრონომიულ მასტერკლასებში, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში.