"ჰუსიტი" ამბოხებულების მხრიდან თავდასხმების საფრთხის გამო, მსხვილმა ავიაკომპანიებმა საუდის არაბეთის აეროპორტებში ფრენები შეაჩერეს. ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, Qatar Airways-მა გუშინ ღამით დაადასტურა, რომ დროებით აჩერებს რეისებს ერ-რიადისა და დამამის მიმართულებით და უკან.
მოგვიანებით, Etihad Airways-მა განაცხადა, რომ აბუ დაბის, ერ-რიადის, ჯიდასა და დამანის მიმართულებით რეისები „რეგიონში არსებული შეფერხებების“ გამო გაუქმდა.
მათივე ცნობით, ერ-რიადის მიმართულებით ყველა რეისი 19 ოქტომბრამდე გაუქმდა.
გუშინ გამოქვეყნებულ საავიაციო შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ერ-რიადის აეროპორტი "სიფრთხილის ზომების გამო" 17 ოქტომბრამდე დაკეტილი დარჩება.
აეროპორტი პირველად შაბათს დაიხურა "ჰუსიტების" მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რომლის შედეგადაც, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.