"ერთი ქუჩის ისტორია" - ამ სახელწოდებით თბილისის საკრებულოში ღონისძიება გაიმართა, სადაც უბანზე განსაკუთრებული ზრუნვისა და სიყვარულისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს საბურთალოს რაიონის ზაქარიაძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები, და "თბილსერვისის" თანამშრომლები.
მათ საკუთარი ინიციატივით და მუნიციპალიტეტის დახმარებით, უბანში მოიხსნეს უსახური შემოღობვები, დარგეს ხე-მცენარეები, მოაწყვეს განათება, მოიხატეს კედლები, დაამონტაჟეს სკამები და განახორციელეს სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შემდეგაც, ზაქარიაძის ქუჩამ "ყველაზე სუფთა და ლამაზი ქუჩის" სტატუსი მოიპოვა.