თბილისში ევროკავშირის ორმაგ მიდგომებსა და წინააღმდეგობრივ სტანდარტზე საუბრობენ. მმართველ გუშინ აცხადებენ, რომ ბრიუსელის უსამართლო მიდგომები კიდევ ერთხელ დადასტურდა დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ევროკავშირი რუსეთთან მჭიდრო ვაჭრობაში ამხილა.
მათივე შეფასებით, იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკა რუსულ რესურსებზე რჩება დამოკიდებული, ბრიუსელი სხვებისგან სრულიად საპირისპირო, რადიკალურ ზომებს მოითხოვს.
"ევროკავშირი წლებია ჩვენ გვადანაშაულებს რუსეთთან კავშირში, ის, რომ ჩვენ თითქოს რუსეთთან გვაქვს საერთო პოლიტიკა და რუსეთიზაცია ხდება საქართველოში და ეს არის მთელი, ასე ვთქვათ, ლაიტმოტივი იმისა, რომ ჩვენ, თურმე, იმიტომ არ გვაძლევენ საშუალებას ევროკავშირში გაწევრიანების და მოლაპარაკებების გახსნის და ასე შემდეგ ხო? ანუ ამას გვიყენებენ ჩვენ საფუძვლად და არგუმენტად, რომ ამიტომ, თურმე, ჩვენ ვართ რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები საქართველოში და ამიტომ ჩვენ გვაფერხებენ ევროკავშირში წინსვლისკენ, ხოდა, თვითონ რას აკეთებს ევროკავშირი? სავაჭრო ურთიერთობას აღრმავებს, ენერგეტიკის კუთხით და ნებისმიერი სხვა მიმართულებითაც რუსეთთან ვაჭრობს ევროკავშირი და ეს არის ძალიან დიდ თანხებზე, მილიარდებზეა საუბარი და რატომღაც, მათთვის ეს მისაღებია და როდესაც თვითონ ურთიერთობს ეკონომიკურად რუსეთთან, ეს არის რატომღაც მისაღები ევროკავშირისთვის და ეს არ არის რუსეთის პოლიტიკის გატარება, იმიტომ, რომ მათ მოქალაქეებისთვის და მათი სახელმწიფოსთვის ეს არის შედეგის მომტანი.
ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც არის მათთვის, რატომღაც, მისაღები, ის არის საქართველოსთვის მიუღებელი, ეს არის არასწორი მიდგომა და არასწორი რიტორიკა, რაც აქვს დღევანდელ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჭეიშვილმა.