16 ოქტომბერი 2026,   14:44
ვრცლად
ალბანეთში სტუდენტების და მოსწავლეების პროტესტი არ წყდება - შეტაკებების შედეგად დაშავდა ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი, დაკავებულია ასობით ადამიანი

ტირანაში სტუდენტების და მოსწავლეების პროტესტი არ წყდება, აქციების მონაწილეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვენ.

მიმდინარეობს შეტაკებები, ძალოვანებს ფეიერვერკს, ქვებს და სხვადასხვა საგანს ესვრიან, საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

შედეგად ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი დაშავდა, დაკავებულია ასობით ადამიანი.

გადადგომის მოთხოვნის უარყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ პროტესტის ორგანიზატორები და ოპოზიცია ძალადობაში დაადანაშაულა. რამას განცხადებით, მიმდინარე არეულობაში კანონდამრღვევი ყველა პირი პასუხს აგებს.

დღის ამბები