16 ოქტომბერი 2026,   14:44
ვრცლად
დავესწრებით სასამართლოს პროცესს და მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, გამოვიყენებთ, როგორც ყოველთვის, ბრძოლის ყველა ბერკეტს და ყველა ფორმას - გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სარჩელზე

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.

უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

ოპოზიციურ პარტიებს ჯერ ერთიანი პოზიცია არ აქვთ, დაესწრებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს.

ჩერგოლეიშვილი გარეთ აპირებს ყოფნას, გვარამია დარბაზში, სააკაშვილის და გახარიას პარტიები კიდევ არ ჩამოყალიბებულან, "ლელომ" თავიდანვე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტების გუნდთან ერთად მივა. უმრავლესობა კი კვლავ ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობს.

როგორც პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი აცხადებს, ბრძოლისთვის ყველა ბერკეტს გამოიყენებენ. 

"ამ პარტიებს უამრავჯერ ჰქონიათ განსხვავებული პოზიცია, მათ შორის, მცდარი პოზიციაც. ჩვენი პოზიციაა, რომ დავესწრებით სასამართლოს პროცესს და მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, გამოვიყენებთ, როგორც ყოველთვის, ყველა ბერკეტს და ყველა ფორმას ბრძოლისა. ჩვენს უფლებებს დაიცავს და წარმოადგენს ძალიან მაღალი კომპეტენციის მატარებელი იურისტებისა და შესაბამისი პოლიტიკოსების გუნდი", - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

დღის ამბები