რუსეთის არმიის მიერ კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, დედაქალაქის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და შეიქმნა წყალმომარაგების პრობლემაც.
ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებებს უყენებს და ქვეყნის განადგურებაში, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში, ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებაში და კოლოსალურ ადამიანურ მსხვერპლში ადანაშაულებს.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკი ამერიკისთვის ცუდი პარტნიორია, ომის დასასრულებლად კი ის ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.