17 ოქტომბერი 2026,   11:38
ვრცლად
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე, 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული

სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, შარშან დაახლოებით 50 %-მა გააგრძელა საქმიანობა საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, ნაწილს სტაჟირების ვადა გაუხანგრძლივდა, 160-ს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა, ხოლო 40-მა მათგანმა კონკურსი გაიარა და საჯარო მოხელე გახდა.

„ძალიან დიდი პროგრამაა - 364 უწყება არის მასში ჩართული, ასევე თვითმმართველობები. ჩვენ ვთხოვეთ თვითმმართველობებს, რომ აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები, ვინაიდან რეგიონებშიც, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ყოფილიყო მეტი შესაძლებლობა, რომ გაევლოთ სტაჟირება. თბილისში იცით, რომ ძალიან ბევრი უწყება არის თავმოყრილი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ნაწილში, ასევე სსიპ-ები, სახელმწიფო კომპანიები, ძალიან ბევრი და, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ სადღაც 3 500 ვაკანსია. გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური. ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები