საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მეათე კონგრესი გაიმართა. ღონისძიება კარდიოლოგთა საზოგადოების დაარსებიდან 35 წლისთავს და საქართველოში კარდიოლოგიის, როგორც დარგის, ჩამოყალიბებიდან 80 წლისთავს ეძღვნება.
კონგრესში 300-მდე ექიმმა და რეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა დარგის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, კონგრესის ფარგლებში კი ღვაწლმოსილი ქართველი კარდიოლოგები დააჯილდოვეს.
ორდღიანი ღონისძიების მიზანი პროფესიული გამოცდილების გაზიარება და კარდიოლოგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო.