საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ "სტამბოლის მედიაციის მე-9 კონფერენციაში" მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია გლობალური და რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, პრევენციული დიპლომატიისა და მედიაციის როლის გაძლიერების საკითხებს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - „მშვიდობისადმი საერთო ვალდებულება: გამოცდილება და პერსპექტივები“.