საქართველო შუა დერეფნის გაძლიერებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩინეთის გამოცდილებას იზიარებს.
შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.
ქართული დელეგაცია მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საკონტეინერო პორტის თანამედროვე მართვის სისტემებსა და ლოგისტიკურ სერვისებს გაეცნო. ყურადღება აზიასა და ევროპას შორის საქართველოს სატრანსპორტო როლის გაძლიერებასა და შუა დერეფნის პერსპექტივებზე გამახვილდა.