სპორტის მე-19 საერთაშორისო მინისტერიალი მონაკოში. შეხვედრას მონაკოს სამეფო ოჯახის წევრები, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები, ფედერაციები და 40-მდე ქვეყნის სპორტის მინისტრები დაესწრნენ. მათ შორის იყო საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძეც.
ევროპის საბჭოსა და მონაკოს მთავრობის ორგანიზებით გამართული წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზანი ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სპორტული გარემოს შექმნა იყო. გაფორმდა შესაბამისი რეზოლუციაც.
საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უსაფრთხო მომავალი.
"მონაწილეობა მივიღე რიგით მე-19 ევროპის სპორტის მინისტრების კონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა სპორტში არსებული საკითხები, მათ შორის მთავარი თემა ეხებოდა ბავშვთა უფლებებს და თანასწორობას და სპორტული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების უსაფრთხო მომავალი, საქართველო უერთდება კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მის დანერგვას საქართველოში", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.