05 ნოემბერი 2026,   15:19
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ეს ყველაფერი არის ჩვენთვის დადგმული სპექტაკლი, რომ გვაჩვენონ, თითქოს ვიღაც ცალკე არის რადიკალი, ვიღაც ნაკლებად რადიკალი, ამას ვუყურებთ უკვე 14 წელია

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ალიანსი თავად არ დაუტოვებიათ და გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ, მხოლოდ ალიანსის ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს. მანამდე პარტიაში ამბობდნენ, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად აღარ ჰქონდათ.

ოპოზიციაში მორიგ დაპირისპირებაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც თვლიან, რომ ოპოზიციას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და ახლა ყურადღების ცენტრში დარჩენას ხელოვნურად ცდილობს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ პარტიების მიზანია დაასუსტონ ქვეყანა და ფაქტი, თითქოს ალიანსიდან გავიდნენ, გაემიჯნენ, ეს ყველაფერი არის ფარსი და დადგმული სპექტაკლი.

"ეს არის ერთი, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა", იმ ალიანსში შემავალ და არ შემავალ პარტიებთან ერთად, რომლებიც ერთი გეგმით, ერთი მიზნით მოქმედებენ - დაასუსტონ ჩვენი ქვეყანა. მათ იყენებენ ინსტრუმენტად იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომ ჩვენც აი ამ კონფრონტაციის და ესკალაციის პოლიტიკაში ჩავერთოთ, რაშიც დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არის. ასე რომ, ალიანსიდან გარიცხეს, გავიდა, გაემიჯნენ - ეს ყველაფერი არის ფარსი, რამდენჯერ უნდა ვნახოთ ეს კინო, დაშლის და შემდეგ ისევ გაერთიანების, რომ ბოლოს და ბოლოს მივხვდეთ, ეს ყველაფერი არის ჩვენთვის დადგმული სპექტაკლი, რომ გვაჩვენონ, თითქოს არის ვიღაცა ცალკე რადიკალი, ვიღაცა ნაკლებად რადიკალი, ამას ვუყურებთ უკვე 14 წელია, ამ იწილო-ბიწილოს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

 

დღის ამბები