05 ნოემბერი 2026,   15:37
ვრცლად
საფრანგეთის განათლების სამინისტროს ცნობით, საჯარო დაწყებითი სკოლების მასწავლებელთა დაახლოებით 17% გაფიცვას გეგმავს

საფრანგეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაანონსებულ საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობას საჯარო დაწყებითი სკოლების მასწავლებელთა 17.5% აპირებს.

მედიის ცნობით, მოსწავლეები სკოლაში არსებულ პირობებს და მათი მომავლის შესახებ მზარდ გაურკვევლობას აპროტესტებენ.

"ვცდილობთ, საპროტესტო მობილიზაცია მაქსიმალურად გავაძლიეროთ. ზოგიერთი ადამიანი აქციებში არ მონაწილეობს, რადგან ეშინია. ბევრს პოლიციის მხრიდან ძალადობის ეშინია", - განუცხადა მედიას პარიზელმა 19 წლის სტუდენტმა, ირმა დე ბანვილმა.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობა პოლიციის მოქმედებებს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ ძალის გადამეტების ან სხვა შესაძლო დარღვევების ყველა შემთხვევა გამოძიებული იქნება.

დღის ამბები