09 ნოემბერი 2026,   11:52
ვრცლად
ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს - ალუდა ღუდუშაური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დღეიდან იწყება. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად პრაღაში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას განამტკიცებს.

"ესაა ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს. რაც ყველაზე მთავარია, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, მეტად მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა და მჭიდრო კონტაქტების კიდევ უფრო გაძლიერება, როგორიც ჩეხეთია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი დიდ შედეგებს მოიტანს. შეხვედრაზე ხაზი გაესმება, ასე ვთქვათ, იმ მიმართულებას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით და ასევე, ხაზი გაესმება იმ მიდგომას, რომ სამართლიანი თამაშის წესები იყოს. ბუნებრივია, იმ მთელი რიგ ასპექტებს, რომელსაც პროგრესის სახით ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და ჩვენ ვართ მოწინავეები, ჩვენ ნამდვილად ხაზს გავუსვამთ იმას, რომ იყოს სამართლიანი მიდგომა, საერთო თამაშის წესები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩეხეთის მხრიდან ამას საჭირო და ადეკვატური მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები