09 ნოემბერი 2026,   11:18
ვრცლად
რუსთავში, ბავშვთა რაგბის აკადემიის მწვრთნელები, კვალიფიკაციას იმაღლებენ და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილებას იზიარებენ

რუსთავში, ბავშვთა რაგბის აკადემია "რუსთაველის" გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ბოლო ეტაპის დასრულებამდე, აკადემიის მწვრთნელები, კვალიფიკაციას იმაღლებენ და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილებას იზიარებენ.

საფრანგეთის რაგბის ბავშვთა აკადემია "ნიცას" წარმომადგენლებმა "რუსთაველის" მწვრთნელებისთვის სპეციალური სემინარი ჩაატარეს და სარაგბო ბაზა დაათვალიერეს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრი ბავშვების აკადემიაში სწავლას, რუსთავის მერია, სპეციალური სტიპენდიით დააფინანსებს.

დღის ამბები