გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" (G20) სამიტს დაესწრება. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მერცმა გერმანიის ქალაქ ჰაგენში მოქალაქეებთან გამართული საჯარო დიალოგის დროს განაცხადა.
თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ამ შეხვედრაში მონაწილეობას.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დეკემბერში პუტინს შეხვდეს, მერცმა უპასუხა, რომ ასეთ დიალოგისთვის მზად არის.
"მასპინძელ მხარეს ყოველთვის აქვს უფლება, დამატებით მოიწვიოს სხვა ქვეყნების მეთაურები და მთავრობების ხელმძღვანელები. რამდენადაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, ტრამპმა პუტინი მიიწვია. თუ ის იქ იქნება, მასთან საუბრის შესაძლებლობას არ გავექცევი“, - განაცხადა მერცმა.