09 ნოემბერი 2026,   15:46
ვრცლად
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება სამი კილომეტრის სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.

დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დასრულდება.

დღის ამბები