09 ნოემბერი 2026,   15:38
ვრცლად
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესმა ლიდერმა ბრძანება გასცა, ქვეყანაში "არც ომი, არც მშვიდობა" - მდგომარეობა დასრულდეს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ოფიციალურ პირებს დაავალა, დაასრულონ ირანში არსებული „არც ომი და არც მშვიდობა“ - მდგომარეობა. მისი თქმით, ირანს შეუძლია შეთანხმებას მიაღწიოს ღირსეულად წარმოებული მოლაპარაკებების გზით.

„უზენაესმა ლიდერმა ბრძანება გასცა დასრულდეს "არც ომია და არც მშვიდობა" - მდგომარეობა. ჩვენ შეგვიძლია, ღირსეულ პირობებში ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ამ საკითხის ღირსეულად მოგვარება“, - განაცხადა პეზეშქიანმა.

მისი თქმით, ირანმა საკუთარი ხედვა უნდა შეცვალოს და განვითარებაზე იფიქროს.

„დღეს მე აქ ვარ და მაქვს პასუხისმგებლობა, ვემსახურო ქვეყანას და მის ხალხს. მიუღებელია, რომ ხალხი სიღარიბეში ცხოვრობდეს ქვეყნის უხვი რესურსების მიუხედავად. მე არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმე მშიერი იძინებს", - აღნიშნა პეზეშკიანმა.

ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ღირსებისა და რწმენის დასაცავად ყველაფერი გაიღეს, დაფასებას იმსახურებენ.

"ჩვენ არ გვაქვს უფლება, უგულებელვყოთ ან გავანადგუროთ მომავალი“, - თქვა მან.

დღის ამბები