10 ნოემბერი 2026,   16:02
ვრცლად
10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა

10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში მეცნიერები დააჯილდოვეს.

სიგელები გადაეცა 9 მეცნიერს და 11 ახალგაზრდა მკვლევარს. დღის მთავარი სლოგანია: "საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით".

ღონისძიებას დაესწრო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, რომელმაც აღნიშნა, რომ მეცნიერული მიმართულებები სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილია და ეს ბიუჯეტის გაზრდითაც თვალსაჩინოა. 

"სახელმწიფო თანმიმდევრული პოლიტიკის შესაბამისად სამეცნიერო მიმართულებას ყოველთვის მხარს უჭერს, ეს ასახულია წლევანდელ განახლებულ ბიუჯეტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაზრდილი დაფინანსება და მხარდაჭერა აუცილებლად აისახება ახალ გამოგონებებსა და ახალ მიგნებებში", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა. 

დღის ამბები