"შუა დერეფნის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, სინქრონიზებულ ოპერაციებსა და გამარტივებულ სასაზღვრო პროცედურებზე მონაწილე ქვეყნებში," - აღნიშნა ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან ამ მიზნების მისაღწევად.
"მწვანე ტრანზიცია ასევე მოითხოვს ინვესტიციებსა და კლიმატური საკითხების დაფინანსებას. შესაბამისად, მივესალმებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განვითარების პარტნიორებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.