10 ნოემბერი 2026,   19:13
ვრცლად
ევა გოცირიძე ვადებთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე: ვიდრე საქმის განხილვა მიმდინარეობს, სტრასბურგის სასამართლო რეგლამენტის 39-ე მუხლს ისედაც ვერ გამოიყენებს, რადგან ვერ უბრძანებს სასამართლოს, როგორ მოიქცეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ევა გოცირიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას შუამდგომლობას პასუხობს, რომელიც, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დადგენას ითხოვს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ ამ მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონია მსგავსი ტიპის მაგალითები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ევა გოცირიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლთან ამ საკითხის მიბმა გაუგებარია. 

"ცოტა გაუგებარია სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლთან ამის მიბმა, იმიტომ, რომ ასეთი უფლება რომ გამოიყენო - 39-ე მუხლი, შიდა კანონმდებლობაში არ არსებობს. ეს არის კონვენციით დამტკიცებული. ამ ეტაპზე, სანამ საქმის განხილვა მიმდინარეობს, 39-ე მუხლს სტრასბურგის სასამართლო ისედაც ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ვერ უბრძანებს სასამართლოს, რომ ან ასე გააკეთე ან ისე გააკეთე. თუკი სასამართლო მიიღებს რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის გადაწყვეტილებას, აი, მაშინ უპასუხოს იმ კონკრეტულ შუამდგომლობას. უკვე ჩავთვალეთ, რომ ყველა პარტიამ დააყენა ეს შუამდგომლობა და ამ არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად იმსჯელებს ამაზე," - აცხადებს ევა გოცირიძე.

დღის ამბები