დღეს "ნიჭიერის" დღეა - "რუსთავი 2-ის" მაყურებელი ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მეგაპროექტის მესამე ეპიზოდს იხილავს. მაყურებელს დაუვიწყარი შოუ ელოდება. "ნიჭიერი" ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება. გადაცემის მე-12 სეზონის წინა ეპიზოდებში ოთხი ნახევარფინალისტი უკვე გამოვლინდა. დღეს მაყურებელი კიდევ ორს გაიცნობს.
"მედია-ჰოლდინგის" მთავარი პროდიუსერის, გიორგი ხაბურზანიას განცხადებით, "ნიჭიერის" მესამე ეპიზოდი წინა გადაცემებზე უფრო მრავალფეროვანი და სანახაობრივი იქნება. მისი თქმით, მაყურებელს ორი ოქროს ღილაკი, საინტერესო და სახიფათო ნომრები, ასევე განსხვავებული ემოციებით დატვირთული გამოსვლები ელოდება.
"მესამე გადაცემა იქნება კიდევ უკეთესი, ვიდრე პირველი-მეორე იმიტომ, რომ ამ პაუზამ, რაც "ნიჭიერს" ეს წლები ჰქონდა, იმის საშუალება მოგვცა, რომ მოსულიყო უკეთესი ნაკადი კონკურსანტების. გვყავს გადასარევი ჟიური, გადასარევი წამყვანები და მაყურებელს ვთავაზობთ მხოლოდ საუკეთესო სანახაობას. ვპირდებით, რომ დღეს ნახავენ ძალიან დიდ დღესასწაულს, იქნება ორი ოქროს ღილაკი, იქნება ასევე ძალიან საინტერესო, საშიში და ასევე სხვადასხვა ემოციის მქონე ნომრები", - აცხადებს "მედია-ჰოლდინგის" მთავარი პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი