ყაზბეგში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, სტეფანწმინდაში რუსთაველისა და თბილისის ქუჩები ახლდება.
სოფელ გარბანში უკვე დაიგო ასფალტი, გაკეთდა სანიაღვრე და განათების სისტემები, ხოლო გერგეტში სრულად მოწესრიგდა ორკილომეტრიანი გზა.