სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ეწვივნენ.
4-დღიანი ვიზიტის მთავარი მიზანია, პროდუქტებში მავნე ტრანს-ცხიმების აღმოჩენისა და შემოწმების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
საერთაშორისო სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად კვლევის თანამედროვე მეთოდებს დანერგავენ, ხოლო შეხვედრის ბოლოს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეაჯამებენ.
"სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები და ლაბორატორიის სპეციალისტები ერთად იმუშავებენ სურსათში ტრანს-ცხიმების კვლევის მეთოდის ოპტიმიზაციისა და კვლევის სპექტრის გაფართოების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანს-ცხიმებისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად", - აცხადებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი მარინა ღვინჯილია.